ჯუზეპე კონტე აღდგომის და მონატრებული ღიმილის შესახებ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის მოსახლოებას სოცმედიით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ იტალია ამ მდგომარეობიდან გამოსვლას მალე შეძლებს.
„ჩვენ გვენატრება ჩვენი ნათესავების ღიმილი, მეგობრების ჩახუტება, ჩვენი ქვეყნის მშვენიერი ტრადიციები, ხელის ჩამორთმევა ეკლესიაში, ბაღში, ბარში. ის მსხვერპლი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ამ მნიშვნელოვან კვირა დღეს გაიღებს, არის გულწრფელი ერთგულება იმისადმი, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. ჩვენ მალე გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ეს არ არის ჩვეულებრივი აღდგომა. გავა დრო და იტალია ჩვეული რიტმით გააგრძელებს ცხოვრებას. ეს ერთობლივი ძალებით აუცილებლად მალე მოხდება.“, – წერს ჯუზეპე კონტე ფეიბუქში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები