ჯონ ლენონის ქვრივი იოკო ონო საავადმყოფოში მოხვდა

ჯგუფ „ბითლზის“ სოლისტის ჯონ ლენონის ქვრივი, იაპონელი ავანგარდისტი მხატვარი იოკო ონო ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ექიმები ეჭვობენ, რომ ონოს პნევმონია აქვს. ონო 83 წლის არის. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას ინსულტი აქვს, მაგრამ ონოს წარმომადგელებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. მათი თქმით, ონოს ფილტვების ანთების სიმპტომები აღენიშნებოდა და ექიმებმა მისი გამოკვლევის გადაწყვეტილება მიიღეს.
ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ეს იგივე კლინიკაა, სადაც იოკო ონოს მეუღლის ჯონ ლენონის გარდაცვალების ფაქტი დადგინდა. ლენონი ნიუ-იორკის ცენტრში 1980 წლის 8 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

12801400_1140707422640767_5250053380555608109_n

კომენტარები

სხვა სიახლეები