ჯონ ლენონის მკვლელი ვადამდე ადრე გათავისუფლებას ითხოვს – რას აცხადებს იოკო ონო

63 წლის მარკ დევიდ ჩეპმენი, რომელიც უვადო პატიმრობას ჯონ ლენონის მკვლელობისთვის იხდის, კვლავ ითხოვს ვადამდე ადრე გათავისუფლებას. მარკ ჩეპმენი 1980 წელს, ლენონის მკვლელობიდან, მალევე დააკავეს. სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა ვადამდე ადრე გათავისუფლების უფლებით, 20 წლის შემდეგ. ამ უფლებით ჩეპმენმა არაერთხელ ისარგებლა. წელს მან გათავისუფლების თხოვნით ათჯერ მიმართა შესაბამის სამსახურს. ლეგენდარული მუსიკოსის მკვლელი აცხადებს, რომ რელიგიური ადამიანი გახდა და დანაშაულის ჩადენა ინანა.
„იმ დროს მე საკუთარი თავის გარდა არავიზე ვფიქრობდი. ახლა კი ვხვდები, რამდენი ადამიანი დავაზარალე. ვწუხვარ, რომ ამდენ ადამიანს ვატკინე გული. ვწუხვარ, რომ ასეთი იდიოტი ვიყავი და დიდებისკენ მიმავალი არასწორი გზა ავირჩიე.“
ჩეპმენის სიტყვების არც კომისიას და არც ლენონის ქვრივს არ სჯერა. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩეპმენი გათავისუფლების თხოვნას იყენებს, იმდენჯერ იოკო ონო კომისიას მიმართავს თხოვნით არ გაათავისუფლონ მისი ქმრის მკვლელი. იოკო ონო დარწმუნებულია, რომ ჩეპმენი კვლავ წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, პირველ რიგში კი, მისთვის და ლენონის შვილებისთვის. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია ამჯერად, ამის შესახებ აგვისტოში გახდება ცნობილი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები