ჯონ ლენონის იუბილესთან დაკავშირებით მიუზიკლი გაიმართება

ჯონ ლენონის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლივერპულში 8 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე მუსიკალური შოუ – let it be გაიმართება. მიუზიკლი რეკონსტრუირებულ სამეფო კარის თეატრში მოეწყობა და მას მაყურებელი ყოველ საღამოს იხილავს. პირველად ამ ღონისძიების პრემიერა 2012 წელს, მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 50 ქალაქში ჩატარდა და მისი გულშემატკივრების რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ „ბითლზების“ მუსიკალური ჯგუფი 1969 წელს ლივერპულში დაარსდა, თუმცა 10 წლის შემდეგ ჯგუფი დაიშალა. 1980 წელს კი ჯგუფის ვოკალისტი, გიტარისტი და მრავალი სიმღერის ავტორი ჯონ ლენონი მისმა ერთ-ერთმა ფანატიკოსმა ნიუ-იორკში მოკლა.

კომენტარები

სხვა სიახლეები