ჯონი დეპი: წლების წინ დიკაპრიოს დავცინოდი

სანტა ბარბარას კინოფესტივალზე ჩასულმა 53 წლის კინოვარსკვლავმა ჯონი დეპმა  კარიერის განვლილი წლები გაიხსენა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა მაყურებელს მოუთხრო, თუ როგორ დასცინოდა 18 წლის დამწყებ მსახიობს, ლეონარდო დიკაპრიოს.

12650684_1125335657511277_208472518_n
1993 წელს 29 წლის ჯონი დეპს ახალგაზრდა დიკაპრიოსთან ერთად იღებდნენ ფილმში. ფილმის სცენარის მიხედვით ჯონი დეპი დიკაპრიოს უფროსი ძმის როლს ასრულებდა. დიკაპრიოს ფსიქიკური პრობლემების მქონე მოზარდის როლი ჰქონდა. დეპის სიტყვებით დიკაპრიო თავის საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობდა, ბევრს კითხულობდა იმ ადამიანთა ცხოვრების შესახებ, რომელთაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ და გადასაღებ მოედანზე ყოველთვის მომზადებული მოდიოდა. ეს გარემოებები დეპს ხელს არ უშლიდა, რომ „ახალბედას“ მიმართ ცინიზმი გამოევლინა.

12696235_1125335654177944_1854748987_n

„მე მას არ ვაძლევდი უფლებას, ჩემს სიგარეტს შეხებოდა მანამ, სანამ მისი მოწევის შესახებ ის დედამისს უმალავდა. მაცოფებდა, რომ ლეონარდო მაშინ სულ ვიდეოთამაშებზე საუბრობდა. მე  მას დავცინოდი“, – იხსენებს ჯონი დეპი.
სწორედ ამ ფილმისთვის: “Что гложет Гилберта Грейпа?” დიკაპრიო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის პირველად წარადგინეს „ოსკარზე“ .

კომენტარები

სხვა სიახლეები