ჯოდი ფოსტერს ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტო)

„ოსკაროსანმა“ მსახიობმა ჯოდი ფოსტერმა კინოინდუსტრიაში და შოუბიზნესში შეტანილი დიდი წვლილისთვის ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი მიიღო.

ფოსტერმა საკუთარი კარიერა 50 წლის წინ დაიწყო – მსახიობმა პირველი როლი 3 წლის ასაკში შეასრულა, 14 წლისთვის კი ფილმისთვის „ტაქსისტი“ ის „ოსკარზე“ იყო ნომინირებული.

თუმცა პირველი ჯილდო მხოლოდ 16 წლის შემდეგ – ფილმისთვის „ბრალდებულები“ მიიღო. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე ფოსტერის მხარდასაჭერად მისი მეგობარი, მსახიობი კრისტენ სტიუარტი მივიდა. ვარსკვლავების მეგობრობა დიდი ხნის წინ, ფილმ „შიშის ოთახის“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო. ფილმში ფოსტერმა და სტიუარტმა დედა-შვილის როლები ითამაშეს.

ცნობისთვის, ჯოდი ფოსტერის სახელი ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ კიდევ 2579 ვარსკვლავთან ერთადაა აღბეჭდილი. საერთო ჯამში, მსახიობი ჯოდი ფოსტერი ორი „ოსკარის“, სამი BAFTA-ს ქანდაკების და ორი „ოქროს გლობუსის“ მფლობელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები