ჯერარ დეპარდიემ მოსკოვში ბინის ყიდვა გადაიფიქრა

რუსეთის მოქალაქემ, ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ, რუსეთში ბინის ყიდვა გადაიფიქრა.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, ის რუსეთში დროდადრო ჩადის, თუმცა იმდენად ვერ ეგუება მოსკოვის ქუჩებში საცობებს, რომ იქ მუდმივად ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მსახიობის თქმით, ის მეტისმეტად დიდ დროს კარგავს გადაადგილებაზე. დროის უმეტეს ნაწილს დეპარდიე ბელგიაში ატარებს. მან ბელგიაში სახლი ჯერ კიდევ 2012 წელს შეიძინა. ამ შენაძენის შემდეგ დეპარდიე საფრანგეთის ხელისუფლებამ გადასახადისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა. მსახიობმა ამის შემდეგ საფრანგეთი დატოვა და საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდა. 2013 წლის დასაწყისში კი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ფრანგ მსახიობს რუსეთის მოქალაქეობა უბოძეს. უფრო მოგვიანებით კი ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა დეპარდიეს გროზნოში 5 ოთახიანი ბინის გასაღები გადასცა.

12721814_1133948323316677_4033630_n

კომენტარები

სხვა სიახლეები