ჯგუფმა Radiohead-მა ინტერნეტსივრცე დატოვა

 

ბრიტანელმა როკერებმა, ჯგუფმა Radiohead-მა სრულიად ინტერნეტსივრცე დატოვა, – წერს The Guardian-ი. მანამდე კი კოლექტივმა ფანატებს მეცხრე ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებული ინტრიგის მქონე გასაიდუმლოებული ბუკლეტები გაუგზავნა. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეს, Radiohead-ის ოფიციალური ვებგვერდის გახსნისას, თქვენ მხოლოდ თეთრ გვერდს დაინახავთ, ჯგუფის ტვიტერშიც, რომელიც 6 წლის მანძილზე ფუნქციონირებდა, არცერთი ჩანაწერი აღარ არსებობს. მუსიკოსების ფეისბუქგვერდიც ცარიელია და ის 12 მილიონი მომხმარებელის მიერაა მოწონებული. ფანატები ასევე ავრცელებენ ჭორებს, რომ Radiohead-ის შესახებ სტატია ვიკიპედიინაც წაიშლება.

შეგახსენებთ, მანამდე ჯგუფის მენეჯერმა, ბრაიან მესეჯმა განაცხადა, რომ Radiohead-ის ახალი ალბომი ივნისში გამოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები