ჯასტინ თიმბერლეიკი „ევროვიზია-2016“-ზე იმღერებს

მომღერალი ჯასტინ თიმბერლეიკი „ევროვიზია-2016“-ის საფინალო ნაწილში იმღერებს. ამის შესახებ კონკურსის ორგანიზატორებმა განაცხადეს. ცნობილია, რომ თიმბერლეიკი კომპოზიციას – Can’t Stop The Feeling საფინალო დღეს, 14 მაისს შეასრულებს. უცხოური მედიის ვარაუდით, ამერიკელი მომღერლის გამოსვლა ევროვიზიაზე დაკავშირებულია იმასთან, რომ კონკურსის ტრანსლირება აშშ-ში წელს პირველად იგეგმება. წინასწარი მონაცემებით, „ევროვიზიის“ ფინალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200 მილიონი ტელემაყურებელი ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს “ევროვიზიაზე” ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი YOUNG GEORGIAN LOLITAZ-ი წარადგენენ.
13187862_1184693724904197_1579489764_n

კომენტარები

სხვა სიახლეები