ხმამაღლა ყიყინის უფლება იხვებს – საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება

საფრანგეთში დაქსის კომუნის სასამართლომ უცნაური და საკმაოდ სახალისო, ამავდროულად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო – იხვებს, რომლებსაც მეზობელი უჩიოდა, ხმამაღლა ყიყინის უფლება მიეცათ. შეწუხებული მეზობელი იხვებმა დაამარცხეს.

ფრინველების მეპატრონის განცხადებით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი და ბედნიერია, რადგან იხვების დახოცვა არ სურდა.

სასამართლოს განმარტებით, დაახლოებით 60 იხვისა და ბატის ხმაური დაშვებული ნორმის ფარგლებშია.

მომჩივანის ადვოკატი კი აცხადებს,რომ მისი კლიენტს იხვები საშუალებას არ აძლევენ საკუთარი ბაღით ისიამოვნოს ან დაიძინოს ისე, რომ ფანჯრები ღია ჰქონდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები