ხელები ფეხების ნაცვლად- მამაკაცი, რომელიც ბავშვობიდან ხელებზე დადის (ვიდეო)

ჩრდილოეთ ეთიოპიაში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დირარ აბოჰუ ბავშვობიდან ხელებზე დადის.

როგორც მამაკაცი ამბობს, მისთვის ხელებზე დგომა და აღნიშნულ მდგომარეობაში გადაადგილება გაცილებით მოსახერხებელია.

„ხელებზე სიარული 9 წლის ასაკიდან დავიწყე. როდესაც ჩინურ და ამერიკულ ფილმებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ რასაც ადამიანები იქ აკეთებდნენ, ყველაფერი რეალური იყო და არა დადგმული. ასე რომ, ყოველდღიური ვარჯიში დავიწყე. მინდა, რომ რეკორდი დავამყარო და არ ვაპირებ გაჩერებას“, – ამბობს დირარი.

თუმცა, როგორც ირკვევა, მისი გატაცებით ყველა აღფრთოვანებული არ არის, მათ შორის დირარის დედა.

„მეშინია, ჩემმა ვაჟმა კისერი არ მოიტეხოს ან არ დაეცეს“, – აღნიშნავს ის.

კომენტარები

სხვა სიახლეები