ხართ თუ არა საპიოსექსუალი?

ამ ბოლო დროს ძლიერი მამაკაცები მოდაში აღარ არიან, რადგან მათი ადგილი ჭკვიანმა კაცებმა დაიკავეს. როგორ და რატომ მოხდა ასე, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ საპიოსექსუალების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

საპიოსექსუალი ლათინური სიტყვისგან sapio- დან წარმოიშვა და ჭკვიანს ნიშნავს. ასეთ ადამიანს ჭკვიანები და გათვიცნობიერებულები იზიდავს. ეს ტერმინი მსოფლიოს სექსოლოგიაში განთქმულმა ოჯახმა ზახერ-მაზოხმა აჩუქა. ევა ფონ ზახერ-მაზოხის შვილის მარიანა ივლინ ფეიტფულის თქმით, ინტელექტი შეიძლება სექსუალური იყოს.

საპიოსექსუალების სექსუალური აღზნება ინტელექტუალური საუბრის დროს იწყება. ეს მათთვის საუკეთესო აფროდიზიაკად ითვლება და ფილოსოფიური საუბრების გარეშე სექსი მათთვის მხოლოდ უაზრო და უგრძნობი სხეულის მოძრაობაა.

ის, რომ თქვენ მოგწონთ ინტელექტუალური საუბრები, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ საპიოსექსუალი ხართ, უბრალოდ თქვენც განვითარებული და ჭკვიანი პიროვნება ბრძანდებით, მაგრამ თუკი თქვენ ჭკვიანი მამაკაცის საუბრით ჟრუანტელი გივლით და, რაც უფრო დიდხანს საუბრობს, მით უფრო ხშირად გიცემთ გული, მაშინ თქვენ საპიოსექსუალი ბრძანდებით.

კომენტარები

სხვა სიახლეები