ჭარბი რაოდენობის ჩაის დალევის შედეგად, ბრიტანელ კაცს კოფეინის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდა

ახალგაზრდობაში ჩაის ნაყენის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო, ლანკაშირის საგრაფოს მაცხოვრებელზე კოფეინმა მოქმედება შეწყვიტა.

ლუი ლანკაშირიდან ამტკიცებს, რომ ახალგაზრდობაში ის ყოველდღიურად მრავალი საათის განმავლობაში თამაშობდა Xbox-ზე, Playstation–ზე ან კომპიუტერზე და ამ ყოველივეს მხოლოდ იმისთვის წყდებოდა, რათა სამზარეულოში შეეხედა.

„ჩაის ნაყენით სავსე ჭიქას ჭიქაზე ვსვამდი, შედეგად ვერც კი ვითვლიდი საბოლოოდ რამდენი ჭიქა გამოდიოდა, ჩემი გათვლებით საუბარია დღეში 15–20 ჭიქა ჩაიზე“, – ყვება ბრიტანელი.

ჩაისადმი ლტოლვამ ლუი იქამდე მიიყვანა, რომ მას კოფეინის მიმართ იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული და აღნიშნული ნივთიერების შემცველი სასმელები, მასზე ისე არ მოქმედებენ, როგორც სხვა ადამიანებზე:

„ვფიქრობ მის მიმართ იმუნიტეტი გამოვიმუშავე, რადგან ყავა მთენთავს, ჩაი კი ძილის წინ დამშვიდებაში მეხმარება“, – აცხადებს ლუი.

კომენტარები

სხვა სიახლეები