წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ამერიკულმა ჟურნალმა ”ფორბსმა”  ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. რობერტ დაუნი უმცროსი მესამე წელია რეიტინგში პირველ ადგილს არ თმობს. 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე, მსახიობის შემოსავალმა 80 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია.

სიაში მეორე ადგილზე მოხვდა ჩინელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ჯეკი ჩანი, რომელმაც წელიწადში 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ჰოლივუდურ და ჩინურ ფილმებში მონაწილეობით.

მესამე ადგილზე ვინ დიზელია, რომელმაც 47 მილიონი დოლარი მოაგროვა ”ფორსაჟის” სერიების შემოსავლის წილიდან.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეულში აგრეთვე შევიდნენ ბრედლი კუპერი, რომელმაც მეოთხე ადგილი 41,5 მილიონი  დოლარით დაიკავა,
მეხუთე ადგილზეა ადამ სენდლერი 41 მილიონი დოლარით,
მეექვსე პოზიციაზე – ტომ კრუზი 40 მილიონით, ხოლო მეათე ადგილს აგვირგვინებს მარკ უოლბერგი 32 მილიონიანი შემოსავლით.

წელს ”ფორბსმა” შეცვალა რეიტინგის შედგენის მეთოდი და იმ მსახიობების შემოსავლებიც გამოიანგარიშა, რომლებიც ჰოლივუდში არ მუშაობენ.

ამის გამო ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში სამი ბოლივუდის წარმომადგენელი მოხვდა. მეშვიდე ადგილი თანაბრად გაინაწილეს ამიტაბხ ბაჩანმა და სალმან ხანმა 33,5 მილიონი დოლარით, ხოლო აკშაი კუმარი მეცხრე ადგილზე გავიდა 32,5 მილიონი დოლარის შემოსავლით.

კომენტარები

სხვა სიახლეები