წითელი ამულეტი – ბედნიერების ნიშანი თუ კაბალისტური თილისმა, რომელსაც ქართველი ვარსკვლავებიც ირგებენ

ჩემი მეგობარი თამარი რამდენიმე წლის წინ უკრაინაში სასწავლებლად გაემგზავრა. დაბრუ-ნებული ისიც წითელ თილისმას ატარებდა. მთელი უკრაინა ავი თვალის შიშს აუტანია და მოსახლეობის დიდი ნაწილი წითელ ძაფს შეჰფარებია. ჩემმა აღმოჩენამ სხვებზეც დამაკვირვა. სიმართლე გითხრათ, მშობლიურ ქალაქ ბათუმში, უნივერსიტეტში ან სადმე სხვაგან არავისზე შემინიშნავს.

მერე თვალსაწიერი გავაფართოვე და მსოფლიო რუკას გადავხედე – ჰოლივუდის ვარსკვლავები, მსახიობები, მომღერლები თუ სხვა პოპულარული ადამიანების უმრავლესობა წითელი ძაფით აღმოვაჩინე. ამერიკული თუ რუსული შოუბიზნესის წამყვანი ვარსკვლავები, უბრალო შალის ძაფს სჯერდებიან. მოდამ თუ ავი თვალის შიშმა ქართველი ცნობილებიც – ნინა სუბლატი, სოფო შევარდნაძე, მირანდა მირიანაშვილი – მოიცვა…

ბოლო დროს კაბალისტური მიმდინარეობა ამერიკაში ძალიან პოპულარული და მოდური გახდა.

პირველ ადგილზე ამერიკელი მომღერალი მადონაა. ის სწორედ ამ მიმდინარეობის წევრია და წი-თელ ძაფს შურისა და ავი თვალისგან დასაცავად ატარებს.

ჰოლივუდის წითელძაფიან ვარსკვლავებს შორის ასევე არიან: ბრიტნი სპირსი, კაილი მინოუგი, შარლიზ ტერონი, დემი მური, ეშტონ კატჩერი, ვიქტორია ბექჰემი, პერის ჰილტონი, გვინეტ პელ-ტროუ, ლუსი ლუ და ა.შ. წითელ ძაფს ელიზაბეტ ტეილორიც ატარებდა.

მოსკოვიდან ყოველ წელს ჩემი ნათესავი ლინეტი გვსტუმრობდა. ბოლოს რამდენიმე წლის წინ გერმანიიდან ქმარსა და შვილთან ერთად გვეწვია. მაჯაზე მასაც და ბავშვსაც წითელი ძაფი ეკეთათ. როდესაც დავინტერესდი, რა იყო, მითხრა, რომ ავი თვალისგან იცავდა, თუმცა ზოგიერთი წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევსო. დააყოლა, შეგიძლია, შალის ძაფი დაიმაგრო, რასაც სახლში იპოვიო.

ლეგენდა კაბალაზე, მის  მიმდინარეობასა და წითელ ძაფამდე მისულ მსოფლიოზე

წითელი ძაფი – კაბალისტური თილისმა (ამულეტი).

კაბალა იუდაიზმის ერთ-ერთი განშტოებაა. ეს ეზოტერიკული მიმდინარეობა შუა საუკუნეებში გაჩნდა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიჩნეულია, რომ წითელი ძაფი იცავს ავი თვალის, შურის, ბოროტი სულების, ჯადოს, წყევლისა და ავადმყოფობებისგან. ამისთვის მას მარცხენა ხელის მაჯაზე, გულთან ახლოს იკეთებენ.   ძაფი უნდა იყოს შალის და წითელი, რადგან სწორედ ეს ფერია საშიშროების გამომხატველი და თვითონვე უკუაგდებს მას.

წითელი ძაფის, როგორც ავგაროზის გამოყენებას თავისებური ახსნა აქვს.  მოგიყვებით უძველეს ლეგენდას ლილიტის შესახებ. ებრაული ლეგენდის თანახმად, ადამის პირველი ცოლი, ლილიტი, ბოროტ ჯადოქრად გადაქცეულა. მეუღლის მიტოვების შემდეგ, წითელ ზღვაზე გადაფრენისას, ლილიტს სამი ანგელოზი დაედევნა.

ღვთის მაცნეებმა ლილიტის დაბრუნება ვერ შეძლეს, თუმცა პირობა გამოსტყუეს, რომ ახალ-შობილთა მკვლელობისას იმ პატარებს შეიწყალებდა, რომელთაც ეს სამი ანგელოზი მფარველობდა ან მათ სახელებს ატარებდნენ.

მიიჩნევა, რომ ლილიტსა და სხვა დემონებს აშინებთ წითელი ფერი, ამიტომ გამოიყენება წითელი ძაფი დემონებისგან თავდასაცავად. ასე წარმოიშვა კაბალას თილისმა ბავშვების დასაცავად, რომელიც დღეს მოზრდილებშიც საკმაოდ აქტუალურია.

კრძალავს თუ არა წითელი ძაფის შებმას ქრისტიანული რელიგია?

მართალი გითხრათ, თავიდან, როცა ძაფი შევიბი, არ მიფიქრია, რომ ის ჩემს რელიგიას ეწინააღმ-დეგებოდა. მასალის მომზადებისას კი ამ საკითხზე დავფიქრდი.
მამა პეტრე კვარაცხელია:
– ეს ცრურწმენაა. ქრისტიანს მხოლოდ ყელზე უნდა ეკიდოს ძაფი, ჯვრისთვის. ადამიანები ვერ გამოდიან დამატებითი რელიგიებიდან. ისეთი წარმოდგენა აქვთ, თუ ერთი ღმერთი ვერ უშველით, მეორე მაინც გამოადგებათ. ძაფზე კი არა, რწმენაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი სიმშვიდე. რაც სახარებისა და წმინდა მამათა სწავლებისთვის მიუღებელია, ის არასდროს არის ღვთისთვის სათნო.

nina-sublati_0d574

kabalistebi

medea-mirianashvili

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები