წელს ჯგუფი – The Rolling Stones ახალ ალბომს გამოუშვებს

ლეგენდარული ბრიტანული როკჯგუფი – The Rolling Stones ამ წლის ბოლომდე ახალ ალბომს გამოუშვებს. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა რონი ვუდმა დაადასტურა, რომ კოლექტივი სრულფორმატიანი ალბომის გამოსაცემად ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, მასში ბლუზის სტილის კომპოზიციებიც შევა. 11 ახალი სიმღერა მუსიკოსებმა 2 დღეში უკვე ჩაწერეს. კრებულში მათ შორის იქნება ლითლ უოლტერის და ჰოულინ ვულფის სიმღერების ქავერვერსიები. კომპოზიციებზე მუშაობა 3 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. შედეგად, ახალი ალბომი უფრო წყნარი გამოვა, თუმცა აუცილებლად როკ-ენ-როლის სტილში იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ბოლო კრებული 11 წლის წინ, 2005 წელს გამოვიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები