“წელიწადში ერთხელ აგენტიც კი სიმართლეს ამბობს” – რა მოხდა პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

დეპუტატებმა ადა მარშანიამ და რომან გოცირიძემ ჟურნალისტებისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
“რომან მოდი მე და შენ გავაკეთოთ განცხადება”- ასე მიმართა მარშანიამ გოცირიძეს.
როგორც ჩანს, არსებობს საკითხები, რომლებშიც “ნაცმოძრაობა” და “პატრიოტთა ალიანსი” ერთმანეთს ეთანხმებიან.
დეპუტატები ამ ეპიზოდში საკმაოდ მეგობრულად გამოიყურებოდნენ.
მარშანია გოცირიძეს გაეხუმრა კიდეც “ჩვენ ხომ კრემლის აგენტები ვართ ამასობაში?!” -მიმართა მარშანიამ გოცირიძეს და მხარზე მეგობრული ჟესტით მოკიდა ხელი.
“წელიწადში ერთხელ აგენტიც კი სიმართლეს ამბობს” – უპასუხა გოცირიძემ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები