ძმა საკუთარი დის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის!

ადამინის ცხოვრება შეიძლება ერთ წამში ისე შეიცვალოს, რომ მისი გამოსწორება კი არა, პრობლემის დაძლევაც შეუძლებელი გახდეს. ხანდახან კი დგება ისეთი მომენტი, როდესაც მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რომ რამე შეიცვალოს…
მაკა ტუღუში ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათში დაიბადა. 33 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა და შრომის უუნარო გახდა. მისი ორი ყველაზე დიდი ოცნება – საკუთარი ოჯახის შექმნა და პედაგოგის კარიერა, რომლისკენაც მიილტვოდა მთელი სიცოცხლე, დასამარდა. ახლა მისთვის მთავარია, რომ სულით არ დაეცეს და სიცოცხლის თითოეული წამისთვის ბრძოლა განაგრძოს.
შაქრიანი დიაბეტისა და გულის უკმარისობის გამო ხშირად კომაში ვარდება… გადატანილი ინსულტი და С ჰეპატიტი კი ისედაც რთულ მდგომარეობას უფრო ართულებენ.
მაკას არ შეუძლია საკუთარი ძალებით გადაადგილება, მუდამ საშინელი ტკივილებით იტანჯება.მისი ერთადერთი იმედი და საყრდენი ძმა – ირაკლია, რომელიც უვლის მაკას, როგორც პატარა ბავშვს და სიკვდილისგან იცავს. კვირაში სამჯერ მაკა რაიონულ საავადმყოფოში გადასხმებზე დაჰყავს, რომელიც სოფლიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. საშინელი გზები, ავტომანქანაში გამუდმებული ნჯღრევა ავადმყოფისთვის ძალზე სახიფათოა, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯი ირაკლი მძიმე ტვირთად აწვება, მაგრამ ერთადერთი ახლობელი ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად იგი ყველაფერზეა წამსვლელი. ირაკლი რომ არა, მაკა ცოცხალი აღარ იქნებოდა …
თავად ირაკლი ტუღუშის ცხოვრების გზაც ძალზე ნაღვლიანია. მას ჰქონდა შესაძლებობა მიეტოვებინა ეს “ტვირთი”, უცხოეთში წასულიყო და მატერიალურად უზრუნველყოფილი და წარმატებული სპორტსმენი ყოფილიყო. რამდენიმე წლის წინ მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა შტანგის აწევაში (https://www.youtube.com/watch?v=e2VG3LVfBWQ) და თურქეთიდან წინადადება მიიღო ტურნირებში ამ ქვეყნის სახელით გამოსულიყო და ახალგაზრდა ძალოსნები გაეწვრთნა. რა თქმა უნდა, გამომუშავებული თანხა მას შეეძლო გამოეგზავნა ოჯახში დისთვის მომვლელის დაქირავებისა და მედიკამენტების შესაძენად… მაგრამ, მან ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი. მას არ შეეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რადგან საქართველოს სიყვარულმა ყველაფერი დანარჩენი გაფარა. აი, ასე დარჩა იგი საკუთარ სოფელში სნეულ დასთან ერთად და რის ვაი–ვაგლახით მისი ოჯახის მძიმე ხვედრს უმკლავდება.
ახლა ირაკლის წინაშე გადაუჭრელი პრობლემა დგას – როგორ გაუხანგრძლივოს სიცოცხლე მისთვის საყვარელ ადამიანს?! სად იშოვოს მისი მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა, მითუმეტეს რომ მწირი შემოსავალი არც წამლებზე, არც ჰიგიენურ საშუალებებზე და არც რაიონულ საავადმყოფოში სატრანსპორტო ხარჯებზე არ ჰყოფნის.
ტუღუშების ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს, გამოავლინეთ სიკეთე და დაეხმარეთ მათ, გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე ამ ახალგაზრდა ქალს! თქვენ შეგიძლიათ გაიღოთ მისთვის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, პამპერსები. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე:
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მაკა ტუღუში)
ან პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/231-tugushi/
ასევე შესაძლებელია თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან
NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი.
დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონებზე:
032 219 33 21
+995 577 92 40 45
(გადახდის წესები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

R

კომენტარები

სხვა სიახლეები