“ძალიან გვენატრება დედა” – 18 წლის გოგოს წერილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პატიმარი დედის შეწყალებას სთხოვს

18 წლის გოგო საქართველოს პრეზიდენტს დედის შეწყალებას სთხოვს. აღნიშნულის ამსახველ წერილს ადვოკატი ლექსო კობაიძე ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ქალი 2018 წელს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაკავებულს სამი შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი:

„გამარჯობა, მე ვარ ანი 18 წლის. გწერთ დედასთან დაკავშირებით, დაიჭირეს ნარკოტიკთან დაკავშირებით 4 წელი მიუსაჯეს.

2020 წლის 8 ივლისს სრულდება 2 წელი. ბევრჯერ დაწერა წერილი შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ არ შეიწყალეს.

ჰყავს 3 შვილი, ერთი არასრულწლოვანი. მან აღიარა თავისი შეცდომა. ძალიან ვენატრებით ყველა და ჩვენც ძალიან გვენატრება დედა და იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ და შეიწყალოთ, რომ მალე დაგვიბრუნდეს.“- წერს გოგონა.

კომენტარები

სხვა სიახლეები