„ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ხატის წინაშეც ვიყვირე… მერე უცებ დავმუნჯდი…“ – თიკო ჩხეიძე შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე

მოდელმა, თიკო ჩხეიძე შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ტრაგიკული ამბის შემდეგ ძალიან რთული გზა გაიარა. ნუკრი რევიშვილისა და თიკო ჩხეიძის ოჯახმა მძიმე ტრაგედია გადაიტანა. სამი წლის წინ მათი ქალიშვილი, ტატა, 9 წლის ასაკში, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

„იყო ძალიან რთული პერიოდი, არაფერი აღარ გინდა, აღარც იღიმი, არც ჭამ, არაფერი არ გაინტერესებს უბრალოდ, სრულიად სიბნელეში ზიხარ და არ იცი რა უნდა გააკეთო.

მაგრამ, ალბათ სადღაც რაღაც ძალას პოულობ საკუთარ თავში, ან უნდა იცხოვრო, ან უნდა დაიღუპო, სხვა ვარიანტი არ არსებობს.

ცხოვრება ასეთია და თუ გინდა, რომ შენი შვილების გამო, რომლებიც დაგრჩა და ოჯახის გამო იცხოვრო, მაშინ სხვა რაღაცები უნდა გააკეთო, უნდა ადგე და ნაბიჯი გადადგა.

ოჯახიდან ყველა გავუშვით, დამხმარე, ძიძა, მარტო დავრჩით მე და დედა, ეს იყო ერთადერთი გადარჩენის ინსტიქტი, რადგან სხვანაირად ვერაფერს ვერ გავაკეთებდით,

მაქსიმალურად დავიტვირთეთ თავი, რომ გვეზრუნა სხვებზე…

საშინელი სიბრაზე მქონდა, შემეძლო დამენგრია ყველაფერი და ხატების წინაშეც ვიყვირე, მერე უცებ დავმუნჯდი ჩემს ყვირილზე და ესეც ერთგვარად გადასალახი იყო ჩემს თავში, რომ ისევ უფალს პატიება ვთხოვე.

მუხლებზე დაჩოქილი ვთხოვდი უფალს პატიებას იმისთვის, რაც მაშინ ჩავიდინე, რაც გავიფიქრე და რაც ვუთხარი.

ისევ უფალმა გამაძლიერა, იყო პერიოდი, როცა მარტო უფალს ვიყავი მინდობილი, ის მაძლიერებდა, იმდენად ვგრძნობდი მის სიძლიერეს, სხვანაირად ვიდექი, არ ვკვდებოდი, ასე ვიტყვი.

ამხელა ძალას შვილის გარდაცვალების შემდეგ დედა ვერ იპოვის საკუთარ თავში თუ არ გაგაძლიერეს…ვინ უნდა გაგაძლიეროს? ჩემი შვილი ანგელოზია, ღმერთთან არის და იქიდან მაძლიერებს“, – აღნიშნა “სხვა ნანუკასთან” თიკო ჩხეიძემ.

 

წყარო: http://www.resonancedaily.com

კომენტარები

სხვა სიახლეები