ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის ხაბაროვსკში 16 წლის გოგონა დააკავეს (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში 16 წლის გოგონა დააკავეს, რომელიც ცხოველებს აწამებდა. ის მიმალვაში იმყოფებოდა, მაგრამ ნოვოსიბირსკის აეროპორტში მაშინ დააკავეს, რა დროსაც სანკტ-პეტერბურგში გაქცევას ცდილობდა.xw_1321419
დაკავებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. ამჟამად პოლიცია ცხოველების წამების ფოტოების ავთენტურობას ადგენს. ეს ფოტოები ინტერნეტში დაკავებულის მეგობარმა გაავრცელა.
გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონებს თავშესაფრიდან ძაღლები და კატები აჰყავდათ, რის შემდეგაც მათ მიტოვებული კრემატორიუმის ტერიტორიაზე აწამებდნენ.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები