ცხელი შოკოლადი ნაღებით

ინგრედიენტები:
რძე – 2 ჭიქა;
მწარე შოკოლადი – 20 გრ;
რძიანი შოკოლადი – 20 გრ;
დარიჩინი – ½ გრ;
ჯანჯაფილი – ½ გრ;
მუსკატის კაკალი – 1 მწიკვი;
ნაღები – 2 ს/კ;
კაკაო (გემოვნებით).
მომზადების წესი: ნაღები ავთქვიფოთ და საყინულეში მოვათავსოთ. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში შევურიოთ და ცეცხლზე დავდგათ, თან ვურიოთ. ჩავასხათ ჭიქებში და ნაღებითა და კაკაოთი მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები