ცნობილ ფეხბურთელს სამი შვილი ერთდროულად სხვადასხვა ქალისგან შეეძინა

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი საიდო ბერაჰინო სამი შვილის მამა გახდა, რომლებიც სამმა სხვადასხვა ქალმა გაუჩინა.
ამასთან ერთად სამი მათგანი 6 კვირის განმავლობაში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Mirror-ი ავრცელებს.
30 მაისს მისმა ყოფილმა მეუღლემ სტეფანია კრისტოფორუმ ფეხბურთელს ბიჭი გაუჩინა. მეორე შვილი ბერაჰინოს 17 ივლისს ძველი მეგობარისგან, ჩელსი ლავლეისისგან ჰყავს.
ხოლო, ცოტახნის წინ გაირკვა, რომ მას მესამე შვილიც ეყოლა, რომელიც როგორც ცნობილია, 15 ივნისს გაჩნდა. ჩვილის დედა ამტკიცებს, რომ ბერაჰინოა ბავშვის მამა და აპირებს, რომ სასამართლოს მიმართოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები