ცნობილი ქართველი მოდელის, ნანუკა გოგიჩაიშვილის პერსონალური გამოფენა ჩიკაგოში

ცნობილი ქართველი მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი 1–ლ თებერვალს ამერიკაში, ჩიკაგოში პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით ,,Aqua by Nanuka” გამართავს.

როგორც ის აღნიშნავს ბავშვობაში ხატვით გატაცებული იყო, ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელიც დაზინის განხრით დაამთავრა, თუმცა ჰობი მას შემდეგ დიდი ხნით მიივიწყა.

სულ ცოტა ხანია, რაც აღმოაჩინა, რომ ხატვა მისთვის კვლავ სასიამოვნო პროცესია.

მალევე Facebook–ზე მისი ნამუშევრების გვერდი შეიქმნა, რითიც ამერიკელი კოლეგები დაინტერესდნენ და საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ნანუკას გამოფენა მათი მხრიდან სრული დაფინანსებით შედგება.

მოდელის ნახატები სურეალისტური და ფერადია, თემატიკა კი წყალია, როგორც ნანუკა აღნიშნავს, წყალი მისთვის მთავარი ძალა და ინსპირაციაა.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები