ჩინური კომპანიები, რომლებიც მალე მსოფლიოს დაიპყრობენ

წარმოგიდგენთ ხუთ ჩინურ კომპანიას, რომელიც მხოლოდ აისბერგის წვერად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მათი პროდუქტი არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ნაწარმს და თავისი კაპიტალით და ამბიციებით ნამდვილად იწვევს პატივისცემას.

Xiaomi Tech
სმარტფონები Xiaomi Mi 4i სულ რაღაც 200$ ღირს, ხოლო მისი გაყიდვები პირველ ოფიციალურ დღეს ინტერნეტ მაღაზიაში, რომელიც მხოლოდ ამერიკაში და ევროპაში ყიდის პროდუქციას, საოცარი სისწრაფით წავიდა. პირველივე დღეს ყველა პროდუქცია გაიყიდა. 2013 წელს კომპანიის ბრუნვამ 5,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასეთი შედეგი შეშურდებოდა ყველას, დაწყებული ბილ გეითსით, დამთავრებული რიჩარდ ბენსონით.

Taobao
“ტაობაო” ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი საიტი გახლავთ, რომელიც “ალიბაბა გრუპის” მფლობელობაში შედის. რეგისტრაციაზე არსებული შეზღუდვების მოხსნა და სხვა ქვეყნებიდან მომგებიან ფასებში წარმოდგენილი პროდუქტი “ტაობაოს” უფრო დინამიურად ანვითარებს, ვიდრე “იბეის” და “ამაზონს”.

Foxconn
ეს ტაივანური კომპანია ათი ყველაზე მხვილი დამსაქმებლის სიაში პირველ ადგილზე იმყოფება ელექტრონიკის წარმოების მხრივ. ამ აზიურ გიგანტს შეუძლია ათეულობით კომპანია გააკოტროს სტრატეგიული გადაწყვეტილებებით. 2013 წელს კომპანიის ბრუნვამ 130 მილიარდი დოლარი შეადგინა, მისი თანამშრომლების რიცხვი 1,2 მილიონი ადამიანია.

DJI
DJI უპილოტო აპარატების წარმოებითაა დაკავებული, რომელთა გარეშეც დღეს ჩვენი სამყარო

ძნელი წარმოსადგენია. ნივთების ადგილზე მიტანა, აეროფოტოგადაღება, საჰაერო დაზვერვა – სამოქალაქო დრონების გამოყენება ყოველდღე იზრდება, ისევე, როგორც კომპანიის შემოსავლები.

ჩინური სუპერბანკი
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის სამუშაო სახელწოდებაა “ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიური ბანკი”, სუპერბანკი უფრო საინტერესოდ და გულახდილად ჟღერს. ამ პროექტის ირგვლივ  თანამოაზრე ქვეყნების ჯგუფი ერთიანდება. ყველაზე ვიწრო გათვლებითაც კი, ასეთი ორგანიზაციის კაპიტალმა შეიძლება, ორჯერ გაუსწროს “მსოფლიო ბანკის” კაპიტალის მაჩვენებელს. რა დაემართება მსოფლიო ეკონომიკას ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მასშტაბური პროექტების რეალიზებისათვის ჩინელების სიმამაცე ნამდვილად შესაშურია.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები