ჩინეთში ღამურის მსგავსი დინოზავრი აღმოაჩინეს

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცირე ზომის დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელიც იქ იურულ პერიოდში ცხოვრობდა. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, დინოზავრს არა ბუმბულიანი, არამედ კანისმაგვარი ფრთები ჰქონდა, რომელიც ღამურის, ან მფრინავი ციყვის ფრთებს ჰგავს. მეცნიერებმა ამ დინოზავრს Yi qi დაარქვეს. ის მცირე ზომის დინოზავრთა ჯგუფს – სკანსორიოპტერეგიდს ეკუთვნის. ისინი პრიმიტიული ფრინველების ახლო ნათესავები არიან. ამ ჯგუფში პალეონტოლოგებს კიდევ არქეოპტერიქსი შეჰყავთ. აქამდე არცერთ მეცნიერს არ ჰქონდა იმის დადასტურება, რომ სკანსორიოპტერეგიდს ფრენა შეეძლო.

კომენტარები

სხვა სიახლეები