ჩინეთში ქალს შუბლზე რქა გაეზარდა (ვიდეო)

ჩინეთში ქალმა, რომელსაც ძალზე იშვიათი დაავადება ჭირდა, მედიკოსები შოკში ჩააგდო.
China Central Television-ის ცნობით, 87 წლის ჩინელ ლიან სიუჩჟენს, რომელიც პროვინცია სიჩუანის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, იშვიათი დაავადება აქვს. მოხუცი ქალის შვილმა ტელეარხს მოუყვა, რომ დაახლოებით 7 წლის წინ მას შუბლზე კოპი გაუჩნდა. ეს კოპი თავდაპირველად ქალს არ აწუხებდა, მაგრამ ერთხელაც მან ეს ადგილი მოიქავა და იქიდან სისხლი წამოუვიდა. ცოტა ხნის შემდეგ კი შუბლზე რქა გაეზარდა. ამჟამად მისი სიგრძე 13 სანტიმეტრს შეადგენს. ახლა ჩინელი ქალი ძლიერ ტკივილს უჩივის. თავდაპირველად ლიანმა არატრადიციულ მედიცინას მიმართა, რათა რქა მოეშორებინა, მაგრამ საბოლოოდ მისმა შვილმა დედა საავადმყოფოში მიიყვანა. აღმოჩნდა, რომ ლიანს აქვს დაავადება, რომელიც ლათინურიდან ითარგმნება როგორც „ტყავის რქა“. ეს არის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შეიძლება ავთვისებიანად გადაიქცეს.

 

https://www.youtube.com/watch?v=y0Rsx4tlTMM

კომენტარები

სხვა სიახლეები