ჩინეთში პორნოფილმების ყურებისთვის 30 ათასი ადამიანი დააპატიმრეს

 

  ჩინეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა პორნომაფიასთან ბრძოლის ფარგლებში ორი თვის განმავლობაში 30 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. უკანასკნელი დაპატიმრებების სერია ქვეყნის სამხრეთში პროვინცია გუანდუნში განხორციელდა. პორნოფილმების გავრცელებისა და პოპულარიზაციისთვის 3 ათასი ადამიანი დააპტიმრეს, 8 ათასი კი დროებით დააკავეს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ჩინეთში პოროგრაფიასთან ბრძოლა ხელისუფლებამ გასული წლის აპრილში დაიწყო. სამართალდამცავებმა მას შემდეგ, ინტერნეტის პორნოფილმებისგან გაწმენდის მიზნით, მრავალი სამუშაო ჩაატარეს. თვის ბოლოს 110 ინტერნეტ–საიტი დაიხურა, რომელზეც შეუფერხებელი შემცველობის მასალები ქვეყნდებოდა. გარდა ამისა, მოხდა 3 ათასზე მეტი ექაუნთის ლიკვიდირება, რომელიც „ტვიტერის“ ჩინურ ანალოგზე „Sina Weibo“–ზე იყო დარეგისტრირებული. ეს საიტი პორნოგრაფიული ხასიათის მასალების გავრცელების არეალი იყო.
ასევე მოხდა მრავალი ინტერნეტ–ფორუმის და განცხადების ლიკვიდირება, რომელზეც სექსმომსახურებების რეკლამირება ხდებოდა. მიუხედავად ამ ღონისძიებებისა ცნობილი გახდა, რომ სტატისტიკის თანახმად, პორნოფილმებს ყველაზე ხშირად სწორედ ჩინეთის მოსახლეობა უყურებს. სტატისტიკის თანახმად, ჩინელები პორნოფილმების ყურებაში საშუალოდ, დღე–ღამეში13–15 წუთს ატარებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები