ჩერნოვეცკის ფონდის გრანდიოზული პროექტი!

მეგობრებო, იცით თუ არა, რომ თბილისის ქუჩებში გადაადგილდებიან ავტომანქანები, რომლებიც უფასო სადილს არიგებენ და თუ იცით, რა აზრის ხართ ამის შეხებ?
იმათ კი, ვინც საქმის კურშია არაა, ვაცნობებთ, რომ ჩერნოვეცკის ფონდი ყოველდღიურად 3 ათასზე მეტ ადამიანს აპურებს, მათ შორის მარტოხელა პენსიონერებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შრომისუუნარო მოქალაქეებს.
“სოციალური პატრული” არის მათთვის, ვინც შეჭირვებულად ცხოვრობს, ხშირად შიმშილობს. ასეთ მდგომარეობაში კი ჩვენს ირგვლივ საკმაოდ ბევრი ადამიანია! მათ შესახებ ვიცით პირადად ან გვსმენია ნაცნობებისგან…
მაგრამ თავად ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ავარიდოთ ისინი ასეთ ყოფას? ადამიანის სიკვდილისგან დახსნა ყოველთვის არ ნიშნავს მის დასაცავად ტყვიას გადაეღობო ან ჩხუბში ჩაერთო. საკმარისია, უბრალოდ, ჩაჰკიდო მას ხელი და მიიყვანო უფასო სადილის დარიგების ადგილთან ან უბრალოდ უთხრა მას ამის შესახებ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თქვენი აზრი ჩვენი ინიციატივის შესახებ. გაგვიზიარეთ მოსაზრებები! მოუთმენლად ველით გამოხმაურებას და წინასწარ გიხდით მადლობას!
თუ გაქვთ სურვილი, შემოგვიერთდით! ერთად ჩვენ დიდ ძალას წარმოვადგენთ! თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება : სოციალური პატრული) ან გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/202-socpatrul/
R

კომენტარები

სხვა სიახლეები