ჩენინგ ტატუმმა და ჯენა დევანმა განქორწინების შესახებ განაცხადეს

ჰოლივუდის მსახიობები ჩენინგ ტატუმი და ჯენა დევანი ერთმანეთს შორდებიან. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

9-წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ წყვილმა საჯარო განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელა. „გვინდა სიახლე გაგიზიაროთ. ჩვენ განქორწინება გადავწყვიტეთ. ერთმანეთი დიდხანს გვიყვარდა და ერთად ჯადოსნური მოგზაურობა მოვაწყვეთ, არაფერი შეცვლილა. ერთმანეთი ისევ გვიყვარს, თუმცა ამ სიყვარულს უკვე სხვადასხვა გზებით მივყავართ. გადაწყვეტილების მოტოვი არც საიდუმლო და არც უსიამოვნო მოვლენაა. უბრალოდ, ორი მეგობარი მივხვდით, რომ დადგა დრო, ერთმანეთს ბედნიერების ძებნაში დავეხმაროთ. ჩვენ მოსიყვარულე მშობლებად დავრჩებით“ – ნათქვამია წყვილის ერთობლივ განცხადებაში.

ჩენინგ ტატუმი და ჯენა დევანი 2009 წელს დაქორწინდნენ. მათ ერთი ქალიშვილი, 4 წლის ევერლი ჰყავთ.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები