“ჩემი ჰობია წერა და ნადირობა…” – როგორია დავით ნარმანიას ცხოვრება მერობის შემდეგ და რას ამბობს ის კახა კალაძეზე

და­ვით ნარ­მა­ნი­ას თბი­ლი­სის მე­რო­ბის ვადა 7 თვის წინ ამო­ე­წუ­რა. დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი პირი ამ­ბობს, რომ მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში 24-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში იყო და ერთი თა­ვი­სუ­ფა­ლი დღეც არ ჰქონ­და. დღეს ენერ­გე­ტი­კის და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ობს, უკვე დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბიც აქვს, ოჯახ­საც მეტ დროს უთ­მობს და არც საყ­ვა­რე­ლი ჰობი ავი­წყდე­ბა.
აცხადებს ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში დავით ნარმანია.
– თბი­ლი­სის მე­რო­ბა 24-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო რე­ჟიმს მო­ი­თხოვს, ახლა კი ასე­თი დატ­ვირ­თვით არ ვმუ­შა­ობ… შა­ბა­თო­ბით უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მაქვს ლექ­ცი­ე­ბი, რაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი არას­დროს მი­მი­ტო­ვე­ბია, მე­რო­ბის პე­რი­ოდ­შიც კი.

– რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ თბი­ლი­სის მერ­ზე, კახა კა­ლა­ძე­ზე?

– კახა კა­ლა­ძე ჩემი მე­გო­ბა­რია. მან აქ­ტი­უ­რად და სე­რი­ო­ზუ­ლად და­ი­წყო იმ საქ­მის კე­თე­ბა, რო­მე­ლიც მე ვერ მო­ვა­ხერ­ხე ან ვერ მო­ვას­წა­რი. მისი მე­რო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხის აქ­ტი­უ­რო­ბას, მან მო­ა­ხერ­ხა კონ­სო­ლი­და­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, რომ გა­მო­ა­ჩი­ნოს ყვე­ლა საქ­მე – ეს მცი­რეა თუ დიდი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რა კეთ­დე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში.

– ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა რო­გორ მი­ე­დი­ნე­ბა?

– 10 წელი გახ­დე­ბა, რაც ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი თიკა თი­ნი­კაშ­ვილ­თან. ხში­რად მით­ქვამს, რომ რაც ცხოვ­რე­ბა­ში გა­მი­კე­თე­ბია და შე­მიქ­მნია, არის ცალ­კე და ჩემი ოჯა­ხი არის მე­ო­რე მხა­რეს. სამი შვი­ლი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგო – 8 წლის კოკო, 4 წლის ილია და 3 წლის ელე­ნე ნარ­მა­ნი­ე­ბი. თა­ვი­სუ­ფალ დროს და ეს ძი­რი­თა­დად არის კვი­რა­ო­ბით, დავ­დი­ვართ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში, ვსე­ირ­ნობთ, ვერ­თო­ბით და ა. შ.

– თქვე­ნი პი­რა­დი გა­ტა­ცე­ბე­ბის ჰო­ბის­თვის თუ არის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო?

– ჩემი ჰო­ბია წერა და ნა­დი­რო­ბა. წე­რა­ში სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ებს ვგუ­ლის­ხმობ. ზამ­თრის სე­ზონ­ზე კი ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნა­დი­რო­ბა. რო­გორც კი წე­ლი­წა­დის ამ პე­რი­ოდ­ში დრო გა­მო­მიჩ­ნდე­ბა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად მივ­დი­ვარ და ვნა­დი­რობ, რომ გან­ვიტ­ვირ­თო.

 ჟურ­ნა­ლი “სარ­კე”

კომენტარები

სხვა სიახლეები