„ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა“- ნანკა კალატოზიშვილი მეუღლესთან დაშორებაზე ღიად ალაპარაკდა

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მეუღლეს, კალათბურთელ ირაკლი კეიდიას დაშორდა. წყვილმა რამდენიმე წელი იცხოვრა ერთად. მეუღლესთან განქორწინების შესახებ მსახიობი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.
„ჩემი ოჯახია დედა, მე და დანიელი. სამწუხაროდ, ჩემი დიდი სიყვარული დამთავრდა. მე გარკვეული პერიოდი ვიცხოვრე საოცარი, უღრუბლო ბედნიერებით. გვერდით მყავდა თბილი, მოსიყვარულ12527731_1111308188914024_2144704129_nე, ალერსიანი ადამიანი, ვიყავი სავსე სიყვარულით. მე არ შემიძლია გრძნობების ეკონომია, ბოლომდე ვიხარჯები. ბოლომდე გავცემ ყველაფერ ძვირფასს, რაც გამაჩნია და ვარ თავდადებული, ერთგული საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ დგება დრო და რაღაც მთავრდება. ჩვენ სხვადასხვა შეხედულების ადამიანები აღმოვჩნდით. ეს ნელ-ნელა გამოიკვეთა.
ჩვენ ცხოვრების გზაზე სხვადასხვა ტრაექტორიით მივდიოდით, ჩვენი ღირებულებებიც სხვადასხვა იყო, ამიტომ დაშორება ვამჯობინეთ. მე არ მიყვარს ურთიერთობებში გაურკვევლობა. თუ ვხედავ, რომ ერთად ყოფნის ეტაპი დასრულდა, დროს არ ვწელავ და მიზეზებს არ ვეძებ ურთიერთობის გასაგრძელებლად. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შევრიგდებით. ბანალურია, მაგრამ ჭეშმარიტებაა: არასოდეს თქვა არასოდეს. არავინ იცის, როდის რა მოხდება. ჩვენი თანაცხოვრების საუკეთესო მოგონებებთან ერთად უდიდესი ბედნიერება მარგუნა უფალმა, გაჩნდა ჩემი შვილი, რომლის მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ყოველთვის ნორმალურ ურთიერთობას შევინარჩუნებ. ჩვენი შვილის მომავლისთვის ჩვენ ერთად ბევრი გვექნება გასაკეთებელი“,- აცხადებს ნანკა კალატოზიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები