ჩაშლილი ქორწილები – ვარსკვლავები, რომლებმაც გათხოვება გადაიფიქრეს

წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, შეაბერდებიან თუ არა შეყვარებული წყვილები ერთმანეთს, ან საერთოდ, მივა თუ არა ქორწილამდე მათი ურთიერთობა. წარმოგიდგენთ ქართველ ვარსკვლავებს, რომელთა დაშორებაც ყველას გაუკვირდა…

ეკო ფანგანი და ბექა ჩხაიძე

მშვენიერი ეკო და სიმპათიური ბექა ქართულ შოუბიზნესში. ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად მიიჩნეოდა, სიყვარულის ამბავი დიდხანს გაგრძელდა და თითქმის ქორწილამდე მივიდნენ, მაგრამ მოულოდნელად ერთმანეთს დაშორდნენ და როგორც ამბობენ, ეს ეკოს ინიციატივით მოხდა, რადგან ბექა გოგონებთან ფლირტაობას ვერ გადაეჩვია.

გიგი დედალამაზიშვილი და ანი სანაია

მსახიობისა და წარმატების პიკში მყოფი მომღერლის ურთიერთობა ქორწინებამდე მივიდა, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე ანიმ გიგის ცოლობა გადაიფიქრა. ამ თემაზე საუბარი ორივეს უჭირს, თუმცა მისი ახლო მეგობრები იმაზეც ლაპარაკობდნენ, რომ ქორწილის მოსაწვევებიც კი დარიგებული იყო. მიზეზი უცნობია, დადიოდა ჭორი, რომ ანი სანაია ვანიკო თარხნიშვილზე იყო შეყვარებული. იმ პერიოდში მსახიობები ახალგაზრდულ სერიალში ცოლ-ქმარს ასრულებდნენ.

თინა მახარაძე და გიორგი სამხარაძე

წლების განმავლობაში ბედნიერი შეყვარებული წყვილი სერიალში თინას პოპულარობის პიკზე ერთმანეთს დაშორდა. მიზეზებზე საუბარი არც ერთს არ სურს.

Rating

გიორგი პრესასთან ურთიერთობას მანამდეც გაურბოდა, არ მოსწონდა, რომ თინას შეყვარებულად იხსენიებდნენ, რადგან ბიზნესმენ ახალგაზრდას თავისი საქმე ჰქონდა.

თეონა კონტრიძე და იური ტიტოვი

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა საქართველო ბევრი წლის წინ დატოვა. ხმაურიანი კონტრიძის პირადი ცხოვრებაც ისეთივე სკანდალური აღმოჩნდა, როგორიც მისი კარიერა. 2005 წლიდან „ვარსკვლავური ფაბრიკის“ წევრ იური ტიტოვზე იყო შეყვარებული.

Rating

წყვილის ურთიერთობაზე რუსული პრესა აქტიურად წერდა და თეონა მის მეგობარ გოგონად მიიჩნეოდა. დაფეხმძიმების შემდეგ კი მამაკაცმა მიატოვა და სხვასთან გაიქცა. თეონამ შვილი გააჩინა და მალე მეორედ დაოჯახდა.

სოფო შევარდნაძე და ლევან კოღუაშვილი

საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილმა წლების წინ ქორწილი რეჟისორ ლევან კოღუაშვილთან ჩაშალა. სოფო ჯვრისწერამდე მიხვდა, რომ გათხოვება არ უნდოდა და ოჯახის შექმნაზე უარი თქვა. მას შემდეგ კოღუაშვილი დაოჯახდა, მაგრამ სოფო დღემდე მარტოა,

როგორც ჩანს, ოცნების მამაკაცი ვერ იპოვა.

სოფია ნიჟარაძე და ანდრეი ალექსანდრინი

რუსულენოვან საიტებზე შეხვდებით ინფორმაციას, რომ 2007 წელს მოსკოვში მცხოვრებმა სოფიამ და ანდრეიმ იქორწინეს. წყვილი თამაშობდა მიუზიკლში „რომეო და ჯულიეტა“.

Rating

გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილი „კარმა ბარში“ გადაიხადეს, თუმცა მალე დაშორდნენ ერთმანეთს და მეგობრებად დარჩნენ. გათხოვების ამბავი სოფოს არასდროს დაუდასტურებია.

სალომე ბაკურაძე და ვასიკო გეგელია

სალომე ბაკურაძე წლები იყო ანი კეკუას ბიძაზე შეყვარებული. იმ პერიოდში, როდესაც მომღერალი კონკურსში მონაწილეობდა, წყვილი საერთო ინტერვიუებზეც არ ამბობდა უარს, მაგრამ წლები ისე გავიდა, მათი წყვილი საკურთხევლამდე არ მისულა. მოულოდნელად სალომემ გამოაცხადა, რომ შეყვარებულს დაშორდა და მისი ახალი რჩეული ლაშა ბასლანძე გახდა, რომელზეც ცოტა ხნის წინ იქორწინა კიდეც.

მარიტა როხვაძე და ზურა ნიქაბაძე

მარიტა და ზურა რამდენიმე წელი ერთად იყვნენ. ბიჭი `ჯეოსტარის~ პერიოდში ახალბედა მომღერალს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა. მარიტა გიჟდებოდა შეყვარებულზე და მუდმივად ლაპარაკობდა საკუთარ გრძნობებზე საზღვარგარეთ მყოფი რჩეულის მიმართ. დაახლოებით ერთი წლის წინ ერთმანეთს დაშორდნენ.

Rating

მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მარიტაზე გავრცელებული ჭორი, რომ სხვა მოსწონდა, შეყვარებულმა დაიჯერა და მოგვიანებით, მართალია შერიგდნენ, მაგრამ შერიგება დიდხანს არ გაგრძელებულა და დღეს მარიტა მარტოა.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები