შოკოლადის ტორტი ლიმნის კრემით


ინგრედიენტები:
ცომისთვის: კვერცხი – 1,
შაქარი – 50 გრ,
კაკაო – 20 გრ,
ნუში – 30 გრ,
ფქვილი – 100-150 გრ.
კრემისთვის: კვერცხი – 4 ცალი, + ცილა – 1, შაქარი – 150 გრ, ნაღები – 150 მლ, ლიმონი – 2 ცალი.
მოსართავად: გახეხილი შოკოლადი.

მომზადების წესი: ნუში დავაბლენდეროთ. ვამზადებთ ცომს: კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ და დარბილებული კარაქი დავუმატოთ. შემდეგ ნუში ჩავაყაროთ და კარგად ავურიოთ. ბოლოს – კაკაო და ფქვილი. მიღებული ცომი ფორმაში მოვათავსოთ, საკონდიტრო ცელოფანი გადავაკრათ და მაცივარში 30 წუთით მოვათავსოთ. შემდეგ კი შევდგათ ღუმელში, 180 გრადუსზე, 15-20 წუთი.
კრემი: ლიმონს ცედრა მოვაშოროთ და წვრილ სახეხზე გავხეხოთ. ლიმონისგან კი წვენი გამოვწუროთ. კვერცხი და ცილა შაქართან ერთად ავთქვიფოთ. ნაღები დავუმატოთ. შემდეგ – ლიმონის წვენი და ცედრა. მიღებული კრემი გამომცხვარ ცომზე მოვასხათ და ღუმელში 40-45 წუთით მოვათავსოთ. ბოლოს კი გახეხილი შოკოლადით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები