შოკოლადის ნაყინი ფორთოხლით

 

ინგრედიენტები:
ავოკადო – 1 ცალი,
კაკაო – 3 ს/კ,
ფორთოხალი – 1 ცალი,
მწარე შოკოლადი – 50 გრ,
თაფლი- 3 ს/კ.

მომზადების წესი: ფორთოხლისგან ცედრა გავხეხოთ და წვენი გამოვწუროთ. ავოკადო გავფცქვნათ და დავჭრათ. ავოკადო, ფორთოხლის ცედრა და წვენი, თაფლი, კაკაო დავაბლენდეროთ. მიღებულ შოკოლადის მასას შოკოლადის ნატეხები შევურიოთ და საყინულეში 6-10 საათით მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები