შიშველი ქალის გამო, აეროპორტი ორი საათით პარალიზდა

 

აეროპორტს, ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, დახურვა შიშველი ქალის გამო მოუხდა.
ინციდენტი ​სამხრეთ კაროლინის შტატში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალბატონი აეროპორტში საცვლების ამარად გამოჩნდა და დაცვისგან გაქცევაც შეძლო. მოგვიანებით, მისი დაკავება მაინც მოხერხდა და ქალბატონი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები