შთამბეჭდავი მიშელ ობამა და ცუკენბერგის ორსული ცოლი – ვარსკვლავური წვეულება თეთრ სახლში  (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

თეთრ სახლში  საზეიმო მიღება გაიმართა.  ობამების საპრეზიდენტო წყვილმა ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ვახშამს უპასპინძლეს. VIP-სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი სახე, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვალავებიც იყვნენ. თეთრ სახლში შეკრებილ 200 სტუმარს შორის, საღამოს გამორჩეული ქალბატონი უდავოდ თეთრი სახლის დიასახლისი – მიშელ ობამა იყო, რომელიც მიღებაზე  Vera Wang-ის განმაცვიფრებელი შავი კაბით გამოცხადდა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თვით პრეზიდენტსაც კი სჭირდება (ჩაცმულობაში) დახმარება. ამიტომაც, მზრუნველმა მეუღლემ სტუმრების დახვედრისას, პრეზიდენტი შეათვალიერა და მას კოსტიუმზე ბაფთა შეუსწორა. მიღებას მარკ ცუკენბერგი და მისი ორსული ცოლი- პრისცილა ჩანიც დაესწრნენ.

სადღესასწაულო მიღება ობამებმა ჩინეთის პრეზიდენტის და მისი მეუღლის პატივსაცემად მოაწყვეს. სი ცზინპინი ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. უკვე ცნობილია, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ვაშინგტონი და პეკინი ერთად იბრძოლებენ. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მხარეები ექსპერტთა ჯგუფს ჩამოაყალიბებენ, რომლებიც კიბერდანაშაულისა და კრიზისულ სიტუაციებში ერთობლივი მუშაობის პრინციპებს შეაჯერებენ.

თეთრ სახლში გამართული საზეიმო წვეულების პარალელურად, რეზიდენციის გარეთ ასობით ადამიანი შეიკრიბა და პროტესტის აქცია მოაწყვეს. დემონსტრანტებმა ჩინეთის პრეზიდენტი ობამასთან  მოლაპარაკების დაწყების გამო გააკრიტიკეს.

1 2 2-2 3 4 5 6 6-1 7 8 9 10 10-2 11 11-0 11-2 12 12-4 13 14 15 16 18 19 20 21 21-2 22 23 24

https://www.youtube.com/watch?v=bxXjI3CrSMs&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=IFx5FgKPVgU&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=kFwFlsJrmSU&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები