შარლიზ ტერონი და შონ პენი ისევ ერთად არიან

ჰოლივუდის ვარსკვლავები – შარლიზ ტერონი და შონ პენი წელიწად-ნახევრიანი ურთიერთობის შემდეგ, ივნისში დაშორდნენ. ახლა კი, ისევ ერთად არიან, – ამის შესახებ გამოცემა Elle.ru წერს. ამბობენ, რომ ტერონი, რომელიც მათი დაშორების ინიციატორი იყო, რომანის აღდგენას დათანხმდა, რადგანაც პენის მიმართ მას დღემდე რომანტიკული გრძნობები აქვს. როგორც ტერონი აცხადებს, იგი აცნობიერებს, რომ მათი ურთიერთობა პერსპექტიული არაა, თუმცა, აღიარებს, რომ შონ პენი ჯერ კიდევ უყვარს. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე ათეული წელია იცნობს, თუმცა, მათი რომანის შესახებ ცნობილი მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში გახდა. 2015 წლის მაისში წყვილი ერთად ისვენებდა ევროპაში და საკმაოდ ბედნიერადაც გამოიყურებოდნენ. შონმა ტერონის აყვანილი ვაჟი ჯეკსონი შვილად მიიღო და ჯერ კიდევ იანვარში ერთ-ერთ გამოცემას განუცხადა: “მე მსურს ამ ქალის ცოლად მოყვანა”. ივლისში კი გამოცემა People წერდა, რომ წყვილი დაშორდა და დაშორების ინიციატორი შარლიზ ტერონი იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები