შალვა ნათელაშვილი: სექს-გადატრიალებაზე ერთბაშად 16 პატიმარი, აფერუმ..

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ნათელაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თემასთან დაკავშირებით “ნაცმოძრაობის” წევრების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
“თქვე მამაცხონებულებო, სახელმწიფო გადატრიალების, აფხაზეთის და შიდა ქართლის დაკარგვის, ანაბრების მითვისების საქმეებზე ერთი კაციც კი არათუ არ დაგიკავებიათ, არც დაგიკითხავთ და სექს-გადატრიალებაზე ერთბაშად 16 პატიმარი – აფერუმ, თქვენს თავგანწირვას”, – წერს ნათელაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები