ყოფილი და მოქმედი მეუღლეები – როგორ აღნიშნეს მადლიერების დღე გვინეტ პელტროუმ და კრის მარტინმა

გვინეტ პელტროუმ მადლიერების დღე ყოფილ ქმართან, კრის მარტინთან ერთად აღნიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა People ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, გვინეტ პელტროუმ და მისმა მეუღლემ ბრედ ფალჩუკმა მადლიერების დღე პელტროუს ყოფილ მეუღლესთან კრის მარტინთან და მის ახალ რჩეულ დაკოტა ჯონსთან ერთად გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის მსახიობის, დაკოტა ჯონსის და მომღერალ კრის მარტინის სასიყვარულო ურთიერთობა გასულ წელს დაიწყო.
რაც შეეხება კრის მარტინის ყოფილ ცოლს, გვინეტ პელტროუს, ის რამდენიმე თვის წინ პროდიუსერ ბრედ ფალჩუკზე დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ გვინეტი და კრისი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები