“როცა „ბოიფრენდთან“ ვწვები, მის საცვალზე მამაჩემის სახელს ვკითხულობ” – რობიკო სტურუა კელვინ კლაინის შვილის კომენტარს ეხმაურება

კელვინ კლაინის შვილმა, 44 წლის მერსი კლაინმა, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოველ ჯერზე, როცა იგი ახალ სექსუალურ პარტნიორთან ერთად წვება, მათ საცვლებზე მამამისის სახელს ხედავს და ყოველგვარი ვნება და სექსის სურვილი უქრება, – ამის შესახებ სტატიას გამოცემა “დეილი მეილი” აქვეყნებს.
შესაძლოა, მამა-შვილს ახლა კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ კელვინ კლაინი აცხადებს, რომ იგი შვილის ამ კომენტარზე განაწყენდა. მისივე თქმით, ამ საკითხზე თავის ფსიქოთერაპევტთან ყოველი სეანსისას საუბრობდა.
აღსანიშნავია, რომ მერსი კლაინმა ზემოაღნიშნული, 1994 წელს, ერთ-ერთ ყოველკვირეულ ჟურნალთან ინტერვიუს დროს განაცხადა. ფაქტია, რომ მან თქვა:
” ყოველ ჯერზე, როცა ჩემს „ბოიფრენდთან“ ვწვები, მის საცვალზე მამაჩემის სახელს ვკითხულობ”.
აღნიშნულ სტატიას გამოეხმაურა ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა, რომელმაც კელვინ კლაინის ქალიშვილის “აღსარების” შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: “Kk-ნის ქალიშვილის აღსარება (ალბათ, გსმენიათ საქვეყნოდ ცნობილი მოდელიერის სახელი – კალვინ კლაინი, ძირითადად, მამაკაცის ტანსაცმელს რომ კერავს)… მისი ქალიშვილის გულისტკივილი: – როცა ჩემი შეყვარებული იხდის და შარვალზე მამაჩემის სახელს ვხედავ, ყოველგვარი ვნება და სექსის სურვილი ნისლივით მეფანტება. გამეღიმა…” , – წერს რობერტ სტურუა.
Matthew-Terry-Calvin-Klein-Underwear-009

კომენტარები

სხვა სიახლეები