ყველისა და ვაშლის მუსი

ინგრედიენტები:
ვაშლის პიურე – 450 გრ.
ყველი – 200 გრ.
კვერცხის ცილა – 3 ცალი,
შაქრის პუდრა – 1 ს/კ.
ვაშლი – ½. ლიმონის წვენი.
მომზადების წესი: ვაშლის პიურე და ყველი შევურიოთ ერთმანეთს. კვერცხის ცილას ლიმონის წვენი დავუმატოთ და ავთქვიფოთ, თან შაქრის პუდრა დავუმატოთ. მიღებული მასა ყველის მასას შევურიოთ და მაცივარში 1 საათით შევდგათ. ბოლოს წვრილად დაჭრილი ვაშლით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები