ყველაზე ძვირად ღირებული შოპინგ-ქუჩები

ზაფხული შესანიშნავი პერიოდია დასვენებისა და შოპინგისთვის. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს სპეციალური ქუჩები, სადაც მხოლოდ ცნობილი ბრენდების მაღაზიებია განთავსებულია. გთავაზობთ ყველაზე „მოდური ქუჩების“ ჩამონათვალს.
ჰონგ კონგი
ლან კვაი ფონგის რაიონი ჰონგ კონგში ყველაზე ძვირადღირებული ქუჩაა. ამ ქუჩაზე სავაჭრო ფართის დაქირავების შემთხვევაში, წელიწადში კვადრატული მეტრის სანაცვლოდ 41 548 დოლარს გადაიხდით. ლან კვაინ ფონგზე მაღაზიები ძირითადად მხოლოდ ისეთ ცნობილ ბრენდებს აქვთ, როგორებიც ლუი ვუტონი, გუჩი და არმანი არიან.
ნიუ იორკი
მსოფლიოს მთავარი მოდის სახლები ნიუ იორკში მე-5 ავენიუზე, მედისონ ავენიუსა და 57-ე ქუჩაზე არიან წარმოდგენილი. ნიუ იორკში მოგზაურობისას სწორედ ამ ქუჩებზე შეგიძლიათ აღმოჩინოთ თქვენი საყვარელი ბრენდების მაღაზიები.
სიდნეი
სიდნეიში ყველაზე ძვირადღირებულ მოდურ ქუჩად Pitt Street ითვლება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ წლიურად ერთი კვადრატული მეტრი ფართის დაქირავება დაახლოებით 12 ათასი დოლარი ღირს, არამედ იმიტომაც, რომ აქ განთავსებულია ისეთი ბრენდები, როგორებიც Bottega Veneta, Christian Louboutin და Diane von Furstenberg არიან.
ტოკიო
თუ ტოკიოში ჩასვლისას ჩოპინგს გადაწყვეტთ, უმჯობესია პირდაპირ ჰინზას რაიონში გაეშუროთ, სადაც გუშიც, არმანის, ტიფანის, კელვინ კლაინისა და რალფ ლოურენის მაღაზიებს აღმოაჩენთ. ჰინზას რაიონში წელიწადში კვადრატული მეტრი ფართის დაქირავება 11 ათასი დოლარი ღირს.

ლონდონი
ლონოდნში, რომელიც მოდის ერთ-ერთი მთავარი „დედაქალაქია“, მოდის მიმდევართა და ფასდაკლების მოყვარულთა საყვარელი ადგილია. აქ უამრავი ქუჩაა, სადაც ყველა ცნობილი ბრენდისა თუ ნაკლებად ცნობილი ბრენდის მაღაზიას აღმოაჩენთ. შოპინგის მოყვარულებს შეუძლიათ ესტუმრონ ბონდ სტრიტს, უესტფილდ ლონდონს, ოქსფორდ სტრიტს და სხვა ქუჩებს.
პარიზი
მოდის მსოფლიო დედაქალაქის შოპინგ-ქუჩებზე ერთი კვადრატული მეტრი ფართის ღირებულება წელიწადში 8 ათასი დოლარია. ძვირადღირებული შოპინგის მოყვარულები უნდა ეწვიოთ Rue Etienne Marcel Place des Victories ქუჩებს, სადაც წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიც Cartier, Celine, Chanel, Christian Dior, Christian Lacroix და Yves Saint Laurent არიან.
მოსკოვი
ჩამონათვალში ასევე მოხვდა მოსკოვი, სადაც ერთი კვადრატული მეტრი ფართის დაქირავება იგივე ფასია, რაც პარიზში. ტრეტიაკოვის გასასვლელში ბრენდებს ბუტიკისთვის ფართის დაქირავება წლიურად 8 ათასი დოლარი უჯდებათ ერთი კვ.მეტრი.

წყარო: http://www.bpn.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები