ყველაზე ძვირად ღირებული ალმასი მსოფლიოში 63 მილიონ დოლარად გაიყიდა

კანადურმა კომპანიამ Lucara Diamond Corporation-მა უზარმაზარი ალმასი 63 მილიონ დოლარად გაყიდა. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ დაუმუშავებელ ძვირად ღირებულ ქვაში. იგი ბოტსვანაში გასულ წელს აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია გაყიდულ ქვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგებისგან, მისი დამუშავების შემდეგ, ასევე 10-10 %-ს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ალმასის მასა 813 კარატს შეადგენს. კომპანია Lucara Diamond Corporation-ის წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისში ასევე ბოტსვანაში აღმოჩენილი კიდევ უფრო მსხვილი ალმასი გაიყიდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები