ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავები უცხოეთში – სკანდალები და საინტერესო ამბები

”საქართველოში არავინ გაფასებს”, ”შენს ქვეყანაში ვის სჭირდები”, ”აქ არც შოუა და არც ბიზნესი” – ამ ფრაზებს ყველაზე ხშირად გაიგებთ ქართველი ცნობილი სახეებისგან. ქართველი მაყურებელი რომ პრეტენზიულია და ტაშს ადვილად არ დაუკრავს, ეგეც სიმართლეა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არაერთ უნიჭობაზე გავსებულა ფილარმონია, მაგრამ ახალი თაობის მომღერლებს, გამონაკლისების გარდა, განსაკუთრებულად არ სწყალობენ.
თუმცა არიან ქართველები, რომლებიც ჯერ კიდევ ადრე მიხვდნენ, რომ ქვეყნიდან წასვლა კარიერის უკეთ აწყობაში დაეხმარებოდათ. ბევრს არ გამოუვიდა და დღემდე მოსკოვის რომელიმე რესტორანში მღერის, მაგრამ იმაზე მეტ ჰონორარს მაინც იღებს, რაც თბილისის რესტორნებში ან წელიწადში ერთხელ საახალწლო კონცერტზე უნდა აეღო.
არიან ძალიან წარმატებულებიც, რომლებმაც გზა შეიძლება ბევრი შრომით, მაგრამ მაინც გაიკაფეს და მათგან ბევრს დღეს მსოფლიო იცნობს, ნაწილი კი მხოლოდ რუსეთში მოპოვებული პოპულარობითაც კმაყოფილი და ბედნიერია.
842d35c87f1b9fb28392dbbc89092cc1
ირაკლი ფირცხალავა- რუსული შოუბიზნესის პოპ-მაჩო 1977 წლის 13 სექტემბერს მოსკოვში დაიბადა. მის ცხო-ვრებაში განსაკუთრებული როლი დედამ ითამაშა. ბავშვობაში ხუთი სკოლა გამოიცვალა და ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ დედამ შეატყო, რომ ბავშვს სიმღერის ნიჭი ჰქონდა და 5 წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში ჩაირიცხა. მოგვიანებით, 13 წლის ასაკში, მუსიკალურ სკოლაზე უარი თქვა და 2 წელი საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივში” ვარჯიშობდა, მაგრამ ფეხბურთელობისთვის უკვე დიდი იყო და ყველაფერი ნულიდან უნდა დაეწყო. მალე ისევ მუსიკას დაუბრუნდა.
დღეს ირაკლი მოსკოვში წარმატებული პოპმომღერალია. სცენაზე საკუთარი თავი დიდი ხანია დაიმკვიდრა და პოპულარულ შოუებში ხშირად იწვევენ. ფანი გოგონების არმიას ოთხი წლის წინ დასწყვიტა გული, როდესაც მსახიობ სოფია გრებენშიკოვაზე იქორწინა. მათი ოჯახი რუსულ შოუბიზნესში სამაგალითოდ მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო დროს არაერთხელ გავრცელდა ჭორი, რომ დაშორდნენ.

წყვილს ორი შვილი – 4 წლის ილია და წლინახევრის ალექსანდრე ჰყავთ. მომღერალს სიგიჟემდე უყვარდა მეუღლე და ოჯახი, მაგრამ რამდენიმე თვის წინ პრობლემები მათ ურთიერთობაშიც გაჩნდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ოჯახის დანგრევის მიზეზი სოფიას გაუთავებელი ეჭვიანობა გახდა. ფაქტია, რომ დღეს ცალ-ცალკე ცხოვრობენ და დღესასწაულებზე ხვდებიან ერთმანეთს.keti melua1

ქეთი მელუა 1984 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში დაიბადა. ბავშვობა ბებია-ბაბუასთან თბილისში გაატარა, მოგვიანებით კი მშობლებსა და ძმასთან ერთად ბათუმში გააგრძელა ცხოვრება. 9 წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად ირლანდიაში გადავიდა. 1998 წელს ოჯახმა ინგლისში, კერძოდ კი ქალაქ რედჰილში გადაინაცვლა საცხოვრებლად. ორ წელიწადში ბრიტანეთის სატელევიზიო არხი IთV-ის მიერ ჩატარებულ მუსიკალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. იმ პერიოდში უკვე წერდა სიმღერებს. სასწავლებელში მომავალი მენეჯერი და პროდიუსერი – მუსიკოსი მაიკ ბეტი გაიცნო და მის ცხოვრება ერთიანად შეიცვალა.

დღეს მას მთელ მსოფლიოში იცნობენ და ცნობილი ფაქტია, რომ ინგლისის დედოფლის საყვარელი მომღერალია. 2006 წელს დიდი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული მომღერალი ქალი გახდა და მისი ალბომის გაყიდვებმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა.
მისი პირადი ცხოვრება არასოდეს ყოფილა სკანდალური. საზოგადოებაში მუდმივად ერთი ვარცხნილობით ჩნდება და ცდილობს, პოპულარობა მხოლოდ მუსიკის ხარჯზე მოიპოვოს. 2012 წლის 2 სექტემბერს გათხოვდა,   მისი რჩეული ცნობილი მოტომრბოლი ჯეიმს ტაუზლენდი გახდა. წყვილის დაშორების შესახებ რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ დღემდე ერთად და ბედნიერად ცხოვრობენ.

საბერძნეთში მოღვაწე ქარ201405031638416874თველი ვარსკვლავი თამთა გოდუაძე 1981 წლის 10 იანვარს საქართველოში დაიბადა. 14 წლის ასაკში გათხოვდა და 15 წლის იყო, როდესაც ერთადერთი ქალიშვილი – ანა ხაჭვანი შეეძინა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ 22 წლის ასაკში საბერძნეთში დედასთან გაემგზავრა. მუსიკალური ნიჭი ბავშვობიდან ჰქონდა. საბერძნეთში სამუშაოდ წასულმა მარტოხელა დედამ გადაწყვიტა, ბერძნულ ”სუპერ აიდოლში” მიეღო მონაწილეობა, სადაც ფინალამდე მიაღწია და მეორე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ არაერთი სიმღერა ჩაწერა და ალბომებიც გამოუშვა. დღეს საბერძნეთში ერთ-ერთი აღიარებული და წარმატებული მომღერალია.

ქეთა თოფურია საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ, რადგან მისი მუსიკალური კარიერა სამშობლოში დაიწყო. პატარა გოგონა, რომელიც ”ხევსურულ ბალადას” მღეროდა, სა-ზოგადოების თვალწინ გაიზარდა. ქეთა წლების შემდეგ, პროდიუსერ ნატო დუმბაძის დახმარებით, როგორც იტყვიან, კარგ დროს აღმოჩნდა საჭირო ადგილას და დაშლის პირას მყოფ ჯგუფ ”ა სტუდიოს” სოლისტი გახდა. მის ასეთ წარმატებას ნაკლებად ელოდნენ, ზოგი რუსეთში გადაბარგების გამოც აკრიტიკებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ქეთამ სექსუალური იმიჯითა და გარეგნობით მალე დაიმკვიდრა რუსულ ესტრადაზე საკუთარი ადგილი. ცნობილია, რომ ამისთვის ალა პუგაჩოვასგან მინიმუმ სიმპათიას მაინც უნდა იმსახურებდე, ქეთა კი პრიმადონას ერთ-ერთი ფავორიტი გახდა.

11107741_943198575719873_1261657036959529196_n
სკანდალები და ქეთა თოფურია თითქმის განუყრელ ცნებებად იქცა. საზოგადოება შოკში ჩავარდა, როდესაც წლების წინ ქეთა ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე მოზრდილი მკერდით ვნე-ბიანად პოზირებდა, თუმცა მომღერალმა მოგვიანებით განმარტა, ფოტოებზე თავად კი იყო, მაგრამ შიშველს მოტყუებით გადაუღეს და მხოლოდ ზურგიდან უნდა გამოჩენილიყო…
შემდეგ იყო ჭორები რუსული შოუბიზნესის სხვადასხვა სახესთან რომანების შესახებ, ამის მიზეზს ძირითადად მათთან გადაღებული პიკანტური ფოტოები იძლეოდა, მაგრამ იმასაც ამ-ბობდნენ, რომ რუსი ვარსკვლავები უკვე ქეთას გვერდით ყოფნით ცდილობდნენ პიარის გაკეთებას.

უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ სარფიანად გათხოვდა. მისი მეუღლე რუსეთში მოღვაწე მდიდარი ბიზნესმენი ლევ გეიხმანი გახდა. გათხოვების შემდეგ ქეთას კარიერას არაფერი დაჰკლებია, პირიქით, მომღერალი ძველებურად ჩნდება კონცერტებზე. გეიხმანისთვის ქეთა პირველი ოფიციალური მეუღლეა, თუმცა მას ჰყავს 15 გოგონა სონია. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს, თუმცა როგორც მომღერლის დედამ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, ამის დიდი სურვილი აქვთ.
თამამად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ოპერის მომღერლებში ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან მსოფლიო არა მხოლოდ ქართველმა საოპერო ჟანრის მომღერალმა მამაკაცებმა დაიპყრეს, არამედ ქალბატონებიც არ უდებენ ტოლს. მათ შორის არიან ნინო მაჩაიძე, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე და სხვები.

ნინო მაჩაიძე არა მხოლოდ ნიჭიერებით, არამედ სილამაზითაც გამოირჩევა და მას დიდი ხანია, რაც ქართველ ანჯელინა ჯოლიდ მოიხსენიებენ. წელს კი ყველაზე ლამაზი ოპერის მომღერალი ქალბატონების ათეულში ის ნინო სურგულაძესთანერთად მოხვდა, თავად პირველი ადგილი ერგო, ხოლო სურგულაძემ მერვე პოზიცია დაიკავა.

რაც შეეხება თამარ ივერს, ერთი წლის წინ ჰომოფობიური განცხადებები ლამის კარიერის ფასად დაუჯდა. ცოტა ხნის წინ კი რამდენიმე ოპერამ კონტრაქტი შეუწყვიტა. ამის მიუხედავად, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ის უნიჭიერესი მომღერალია და საჯარო ბოდიშის შემდეგ დრო გვიჩვენებს, აპატიებენ თუ არა ჰომოფობიას ივერს.

დასასრულს, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ მსოფლიოში წარმატებული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილმა ”ნიჭიერის” ჟიურიდან გაიცნო, თუმცა კლასიკური მუსიკის მოყვარულები მსოფლიოს მასშტაბით დიდი ხანია აღიარებენ მის ნიჭს და უცხოეთში პოპულარობა არ აკლია.
ხატია მუდმივად გასტროლებზეა, ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობს და რაც მთავარია, ქართველი ვარსკვლავი კოლეგა პიანისტებისგან განსხვავებით, ჩაცმულობითაც გამორჩეულია, რაც ქართულ საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ ფილარმონიაშიც არ დარჩენია შეუმჩნეველი.
თამარ ივერი

iveri_bg

ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილი

412127

ნინო მაჩაიძე

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები