ყავა ვანილით

ინგრედიენტები: ყავა – 1ჩ/კ, წყალი – 100 მლ, ნაღები – 1 ს/კ, ვანილი – 1 ს/კ, კვერცხი – 1 ცალი. მოსართავად დარიჩინის ჩხირი – 1 ცალი, კაკაო, ათქვეფილი ნაღები.
მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი თასში მოვათავსოთ, ცხელი წყალი დავასხათ და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ მიღებული ყავა ჭიქაში ჩავასხათ, ნაღებითა და დარიჩინის ჩხირით მოვრთოთ. ზემოდან კი ნაღებს კაკაო მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები