ღვინო და სიყვარული – უჩვეულო მიზეზები რის გამოც იტალიელები კარანტინს არღვევენ

 იტალიაში უკვე თვეზე მეტია მკაცრი საკარანტინე რეჟიმია. მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ მას შემდეგ აქვთ, რაც სპეციალურ ფორმას შეავსებენ.
სახლის დატოვება რამდენიმე ნებადართული მიზეზის გამო შეუძლიათ.
მათ შორის, შინაური ცხოველების გასეირნება, საკვებია ან მედიკამენტების ყიდვა და სამსახური. თუმცა, ძალიან რთულია ტემპერამენტიანი იტალიელების სახლში ჯდომა, სოციალიზაციის გარეშე. ამიტომ, ზოგჯერ სხვადასხვა მიზეზს იგონებენ, რომ სახლიდან გავიდნენ. აი რამდენიმე მათგანი.

1. ორმა გოგონამ ავადმყოფი დეიდის მოსანახულებლად გადაწყვიტა წასვლა, თუმცა პოლიციამ ისინი მაინც დააჯარიმა. როგორც აღმოჩნდა დეიდა სულ რაღაც 40 წლისაა და თავსაც არაჩვეულებრივად გრძნობს.

2. კორონავირუსმა დისკომფორტი შეყვარებულ წყვილებსაც შეუქმნა, და რა თქმა უნდა ჩამონათვალუი რომანტიკული ამბის გარეშე არ გამოვიდოდა. ახალგაზრდა კაცმა სახლის დატოვების მიზეზად ოფიცლაურად -სიყვარული გააფორმა. რადგან როგორც აღნიშნა, შეყვარებულმა მიატოვა და ის აუცილებლად უნდა შეერიგებინა.

3. იტალია და საკვები განუყოფელია, ამიტომ საკვების შესაძენად სახლის დატოვება რა თქმა უნდა , ნებადართულია თუმცა იტალიელებს საკვებისადმი სიყვარული რას არ გააკეთებინებს. პოლიციამ ორი მოტოციკლეტისტი დააჯარიმა, რომლებიც მეზობელ ქალაქში ფერმერისგან კვერცხების შესაძენად მიემგზავრებოდნენ.

4. პადუარასთან ახლოს კი მამაკაცი დააჯარიმეს, რომელსაც უბრალოდ ღვინის შეძენა სურდა.

5. 20 წლის რომის მკვიდრს მეგობართან სადილზე მისვლა სურდა, თუმცა ისიც მოხვდა დაჯარიმებულთა სიაში.

6. პოლიციამ ასევე შეაჩერა ადამიანი, რომელიც ფორმლეოდან რომში სიგარეტის შესაძენად ჩავიდა

7. კარანტინის წესების გვერდის ავლისთვის იტალიელები შინაურ ცხოველებსაც აქტიურად იყენებენ. მაგალითად ასეირნებენ კატებს.

8.პოლიციამ რომის მახლობლად ახალგაზრდა მამაკაცი დააჯარიმა, რომელიც თავს იმით იმართლებდა რომ აუცილებლად უნდა გამოეკვება მტრედები

9. ქუჩაში გამოსვლის ყველაზე პოპულარული მიზეზი ძაღლის გასეირნებაა. როგორც აღმოჩნდა, ხშირად იტალიელები საკუთარ შინაურ ცხოველს დღეში 5ჯერაც კი ასეირნებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები