“ქურდი ვარ, დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ!” – “გალსკი” დააკავეს (ვოდეო)

კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, ნუკრი გალსკი დააკავეს. ინფორმაცია უკრაინის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
როგორც კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი კრიშჩენკომ განაცხადა, ნუკრი გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების „შეკრებების“ ორგანიზებით იყო დაკავებული.
ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.
1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე დანაშაულებებისთვის.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები