“ქმარს ეროტიკული ფოტოსესია შევთავაზე, ამიტომ დედობის უფლებას მართმევს…”

სოციალური ქსელის გვერდზე 30 წლის ნანუკამ თავისი გასაჭირის შესახებ მოგვწერა. იგი რჩევას ითხოვს, რადგან დაბნეულია, ძალიან ეშინია, რომ დედობის უფლებას ჩამოართმევენ და ბავშვებს ვეღარასდროს ნახავს.

ნანუკა: ,,მთელი შეგნებული ცხოვრება მოდელობაზე ვოცნებობდი. ფოტოსესიები, სცენაზე სიარული და ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან მომწონდა, მაგრამ ალექსანდრეს გაცნობის შემდეგ ყველაფერზე უარი ვთქვი და თავი ოჯახს მივუძღვენი.უგონოდ მიყვარდა (მიყვარს), მასთან ერთად მთელი ცხოვრების გატარების სურვილით ვიყავი შეპყრობილი.

მეუღლეს მუშაობა არასდროს დაუშლია, მაგრამ სანამ ბავშვები არ წამოიზარდნენ სახლში ვიყავი. ვიცოდი რომ ჩემს ქმარს ძიძის აყვანა არ გაახარებდა. განა იმიტომ, რომ ფული დაენანებოდა, უბრალოდ თვლიდა, რომ შვილები დედამ უნდა აღზარდოს და ადამიანური ფასეულობები ჩაუნერგოს. ჩემი უფროსი ქალიშვილი 8 წლისაა, უმცროსი – ექვსის.

ოთხი თვეა, რაც სარეკლამო კომპანიაში დავიწყე მუშაობ, ანაზღაურება არც თუ ისე დიდია, გამომუშავებაზეა, მაგრამ მცირე თანხაც კი დამოუკიდებლობის გრძნობას მიჩენს.

სექსში ალექსანდრე საკმაოდ გახსნილი, თავისუფალი და კრეატიულია. სადაქალოში ხშირად განვიხილავდით ჩვენი ლოგინის ამბებს, მეუღლეების სექსუალურ შესაძლებლობებს. გოგონებს ყოველთვის აოცებდათ მისი ტემპერამენტი და ორიგინალური სურვილები. ხანდახან არც კი მიჯერებდნენ, მეუბნებოდნენ ნუ იგონებ რაღაცებსო. დარწმუნებული ვარ საქართველოში იშვიათია ასეთი კაცი. სწორედ მისმა თანამედროვე ხედვამ გამათამამა.

ჩვენს კომპანიაში კოლეგები საუბრობდნენ, რომ ამერიკაში ტარდებოდა ეროტიკული ფოტოების კონკურსი. მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო. საჭირო იყო ინტერნეტით სურათისა და საკუთარი მონაცემების გადაგზავნა. გამარჯვებულს 50 000$-ს და წვრილმან პრიზებს გადასცემდნენ.

გონებაში ჩამიჯდა. დიდხანს ვიფიქრე, მერე კი ფოტოგრაფები გავიკითხე. ერთი გოგონა ვიპოვე, რომელსაც პროფესიული განათლება უცხოეთში ჰქონდა მიღებული. მის შემოქმედებას გავეცანი, თითქმის სულ ეროტიკულ ჟანრში იღებდა. არც ერთი მისი სურათი არ ყოფილა ვულგარული ან გამაღიზიანებელი. თითოეულიდან სილამაზე და რომანტიკული ვნება გამოსჭვიოდა. გადავწყვიტე ალექსანდრესთვის შიშველი ფოტოსესია შემეთავაზებინა.

ერთ ღამეს, ალერსის შემდეგ ჩემი განზრახვა შევაპარე. შემოსასვლელშიც ხომ არ გამოვჭიმოთო გაიხუმრა. მე სერიოზულად მივუგე, ბავშვები რომ გათხოვდებიან, რატომაც არა-თქო. გადაირია, სახლში ყველაფერი დალეწა. ვცდილობდი ამეხსნა, რომ სიშიშვლე და სექსი ხელოვნებაა.

ყური არ დაუგდია ჩემთვის. ბავშებს გაეღვიძათ, მათ თვალწინ ხელი მომკიდა და ნახევრად შიშველი (ღამის პერანგის ანაბარა) სადარბაზოში გამაგდო. კარებზე ვუბრახუნებდი და ვთხოვდი, რომ შინ შევეშვი. ღამის გათევა კარის მეზობელთან მომიწია. მეორე დღეს სამსახურში მივაკითხე. ისე მელაპარაკებოდა და მიყურებდა თითქოს იაფფასიანი კახპა ვყოფილიყავი. მითხრა, რომ ასეთ გარყვნილ ქალს არ უნდა აღეზარდა მისი შვილები, რომ გოგონებზე ცუდ გავლენას მოვახდენდი… რომ ბოზივით ვაზროვნებდი…

სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომ დედობის უფლება ჩამომართვან. ნათესავისგან გავიგე, თურმე ბავშვების უცხოეთში წაყვანა სურს, ჩემთან მალულად შეხვედრა რომ ვერ მოახერხონ. ფოტოსესიისა და ფულის შოვნის სურვილის გამო ქმარსაც ვკარგავ და შვილებსაც. დამეხმარეთ… რა გავაკეთო?

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები