ქარელიდან გორში ფეხით მიმავალი მოხუცი პატრულის თანამშრომლებმა შვილთან უსაფრთხოდ მიიყვანეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო ავტობანზე, გზის გვერდულზე მდგომი მოხუცი ქალბატონი შენიშნეს. პატრულ-ინსპექტორები მას გაესაუბრნენ და გაარკვიეს, რომ ის სასურველ ადგილამდე გადაადგილებას საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო ვერ ახერხებდა. 82 წლის ქალბატონის თქმითვე, ის ქარელიდან ქვეითად მოდიოდა და სურდა, გორში მცხოვრებ შვილთან წასულიყო. პატრულ-ინსპექტორებმა მას პირბადე, სხვა შესაბამისი დამცავი საშუალებები მისცეს, აუხსნეს გამოყენების ინსტრუქცია და სამსახურებრივი ავტომანქანით სასურველ ადგილამდე, შვილთან მიიყვანეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები